დონალდ ტუსკი: ისრაელის პრემიერის შედარება „ჰამასის“ ლიდერებთან მიუღებელია

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, მისი ისრაელელი კოლეგის, ბენიამინ ნეთანიაჰუს „ჰამასის“ ლიდერების ეკვივალენტად წარმოჩენა მიუღებელია.

„იმის წარმოჩენის მცდელობა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და ტერორისტული ორგანიზაციის, „ჰამასის“ ლიდერები ერთნაირები არიან და ამაში საერთაშორისო ინსტიტუტების ჩართვა, აბსოლუტურად მიუღებელია“, – აღნიშნა ტუსკმა.

შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტისა და მოძრაობა „ჰამასის“ 3 ლიდერის – იაჰი სინვარის, მუაჰამდ დეიფას და ისმაილ ჰანის დაპატიმრების ორდერის გაცემა მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები