ბლინკენი აცხადებს, რომ მზად არის, სენატის საგარეო კომიტეტის „რესპუბლიკელ“ წევრებთან ჰააგის სასამართლოს წინააღმდეგ კანონმდებლობაზე იმუშაოს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ის მზად იქნება იმუშაოს სენატის საგარეო კომიტეტის „რესპუბლიკელ“ წევრებთან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წინააღმდეგ კანონმდებლობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„გუშინდელი მოვლენების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა განვიხილოთ სათანადო ნაბიჯები იმასთან მიმართებაში, რაც არის ღრმად არასწორი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ბლინკენმა.
შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტისა და მოძრაობა „ჰამასის“ 3 ლიდერის – იაჰი სინვარის, მუაჰამდ დეიფას და ისმაილ ჰანის დაპატიმრების ორდერის გაცემა მოითხოვა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ პალატის „რესპუბლიკელი“ ლიდერები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, სანქციების დაწესების საკითხს განიხილავენ.