კიევში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა
უკრაინის დედაქალაქში გამოუცხადებელი ვიზიტით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ჩავიდა.
ამის შესახებ Der Spiegel-ი და უკრაინული მედია წერს.
Der Spiegel-ი წერს, რომ ბერბოკმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა. გამოცემის ცნობით, ხარკოვში მისი ჩასვლა უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაუქმდა.
ანალენა ბერბოკი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ კიევში უკვე მეხუთედ ჩავიდა.
მისი თქმით, “უკრაინაში ვითარება კვლავ გამწვავდა ხარკოვის მიმართულებით რუსეთის საჰაერო იერიშების ფონზე”.