კერძი, რომელმაც მთელი მსოფლიო დაიპყრო – ჰამბურგერის ისტორია

ჰამბურგერის დაბადების დღედ 27 ივნისი ითვლება. მთავარი ამერიკული სენდვიჩი თავის სახელს ჰამბურგელ ხალხს უნდა უმადლოდეს. თუმცა, იმისთვის, რომ ამერიკული და შემდეგ მსოფლიო სწრაფი კვების მეფე გამხდარიყო, გერმანული სტეიკი საჭმელად მოსახერხებელი უნდა ყოფილიყო.

დღეს რთული დასაჯერებელია, მაგრამ სულ რაღაც ასი წლის წინ ვერავინ იეჭვებდა, რომ კერძი, რომელიც ორ ფუნთუშას შორის მოთავსებული შემწვარი კატლეტისგან შედგება, ასეთი გემრიელი შეიძლებოდა, ყოფილიყო. მარტივმა და გემრიელმა ნოვატორულმა პროდუქტმა უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა მოსახლეობის ყველა ფენის წარმომადგენლებს შორის.

კერძის პოპულარობის ყოველდღიური ზრდის გამო, ყველას სურდა, ამ პროდუქტის ნაწილი გამხდარიყო. ავტორობაზე პრეტენზია ჰქონდათ როგორც ამერიკელებს – რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ სწორედ მათ შეიტანეს ფუნდამენტური წვლილი აღნიშნული კერძის შექმნაში – ისე სხვა ქვეყნის კულინარებსაც. საბოლოო ჯამში, მოხდა ისე, რომ ჰამბურგერის შექმნას ერთ-ერთი ყველაზე ჩახლართული ისტორია აქვს.

თავად სიტყვა „ჰამბურგერი“ გერმანული ქალაქის, ჰამბურგის დასახელებიდან მოდის. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ზუსტად იქიდან მოხვდა ამ კერძის რეცეპტი ამერიკაში იმიგრანტებთან ერთად. იმ დროს ჰამბურგერი წარმოდგენილი იყო, როგორც პურში ჩადებული შემწვარი ღორის ხორცის ნაჭერი.

სხვა ვერსიის თანახმად, ჰამბურგერს სახელი ნიუ-იორკი მდებარე ქალაქ ჰამბურგის პატივსაცემად დაარქვეს. 1885 წელს ძმებმა, ჩარლზ და ფრენკ მენჩისებმა ჰამბურგში გამართულ გამოფენაზე ამერიკელებს  ორ ფუნთუშას შორის ჩადებული შემწვარი კატლეტით უმასპინძლეს. როგორც ამბობენ, მათ გამოელიათ ღორის ძეხვი, რომელსაც სენდვიჩებში მოიხმარდნენ და გადაწყვიტეს, ის საქონლის კატლეტით ჩაენაცვლებინათ.

იმავე 1885 წელს გამოფენაზე სეიმურში, ჩარლი ნაგრინი ყიდდა ფრიკადელებს, რომელიც პურის ორ ნაჭერში იდო. მის აზრით, ასეთი კერძი საუკეთესო იყო ღონისძიებისთვის, ვინაიდან მისი ჭამა სიარულისას შეიძლებოდა. თავის კულინარიულ ქნილებას მან „ჩარლის ჰამბურგერი“ უწოდა.

ტერმინი – „ჰამბურგერი“ – ნიუ-იორკის რესტორნებში პირველად 1934 წელს გაჩნდა. „ჰამბურგის სტეიკი“, რომლის სამშობლოც გერმანიაა, გვხვდება ჟურნალ „საღამოს ბოსტონის“ 1884 წლის ერთ-ერთი ნომერში. ოსკარ ვებერ ბილბის ოჯახი ქალაქ ტალსადან ამტკიცებს, რომ პირველი ჰამბურგერი მისმა წინაპრმა მოაზადა და ეს 1891 წელს მოხდა.

მოკლედ, ოსკარის წინაპარი ამზადებდა კატლეტს და საფუარიან ფუნთუშებში ათავსებდა. 1995 წელს გუბერნატორმა, ფრანკ კიტინგმა ქალაქ ტალსას ჰამბურგერის დაბადების ადგილი უწოდა.

ჰამბურგერის გამომგონებლად, ასევე, ითვლება ოტტო კუასვა. 1891 წელს მან მოაზადა საქონლის ხორცის კატლტი და კერძი შემწვარი კვერცხით გაამრავალფეროვნა. მეზღვაურები, რომლებიც მის კაფეს სტუმრობდნენ, კვერცხს იღებდნენ და მხოლოდ კატლეტს ტოვებდნენ.

ამ კერძის კიდევ ერთ შემქმნელად საკუთარ თავს თვლიდა მზარეული ფლეტჩერ დევისი, რომელმაც 1880 წელს შემწვარი კატლეტი, მდოგვითა და ხახვით, პურის ორ ნაჭერს შორის მოათავსა. 1904 წელს ფლეტჩერსა და მის მეუღლეს დახლი ჰქონდათ სენტ-ლუისის გამოფენა-გაყიდვაზე, სადაც თავიანთ ბურგერებს ყიდდნენ.

1900 წელს თავის მშობლიურ ქალაქ ნიუ-ჰევენში პირველი ჰამბურგერი მოამზადა ლუი ლესინგმა. კლიენტმა მას რაიმე ცხელი კერძის სწრაფად მომზადება სთხოვა. ლუი ფარშს ამზადებდა, მას კატლეტის ფორმა მისცა და გრილზე ორივე მხრიდან შეწვა. ხორცი სტუმარს ტოსტის ორ ნაჭერს შორის ჩადებული მიართვა. ამ დეტალის გამო, კულინარიის კრიტიკოსები არ აღიარებენ, რომ ზუსტად ლუიმ მოამზადა პირველი ჰამბურგერი.

თუმცა, 2000 წელს აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაში ლესინგს უწოდეს ადამიანი, რომელმაც პირველი ამერიკული ჰამბურგერი მოაზადა. ფართო ცნობადობა ჰამბურგერმა 1904 წელს სენტ-ლუისის გამოფენაზე მოიპოვა, მაგრამ გასტრონომიულ სიმბოლოდ ბურგერი მხოლოდ 30 წლის შემდეგ გადაიქცა, როდესაც უოლტერ ანდერსონმა, ქალაქ უიჩიტიდან, სწრაფი კვების ქსელი White Castle Hamburger დააარსა.

ბურგერის თანამედროვე ვერსიას ბევრი ნაირსახეობა აქვს. ფუნთუშის სხვადასხვა ვარიაციას, კატლეტთან ერთად, მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნებიც კი გვთავაზობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები