კიევში, გამოუცხადებელი ვიზიტით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის მინისტრი ჩავიდა

კიევში, გამოუცხადებელი ვიზიტით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი – სვენია შულცე ჩავიდა.

Deutsche Welle-ს ცნობით, მოლაპარაკებებში, რომელიც დღეს, 9 მაისს გაიმართება, საუბარი შეეხება უკრაინის ენერგოქსელის განვითარებას, სპეციალისტების მომზადებაში გერმანიის დახმარებასა და სხვა საკითხებს.

“ექიმები და ელექტრიკოსები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ტანკები. ადამიანები აქ ყოველდღიურად აღადგენენ თავიანთ ქვეყანას, არ ნებდებიან. ამიტომ მნიშვნელოვანია, დახმარება მხოლოდ იარაღის არ შემოიფარგლოს, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღდგენით”, – თქვა მან კიევის რკინიგზის სადგურზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები