ჯოზეფ ბორელი: ისრაელმა უარი უნდა თქვას რაფაჰში სახმელეთო შეტევაზე

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი გმობს ისრაელის მოწოდებას რაფაჰში მცხოვრები პალესტინელებისთვის, დაეტოვებინათ ქალაქი მოსალოდნელი სახმელეთო ოპერაციის წინ.

„ისრაელის განკარგულება რაფაჰში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ევაკუაციასთან დაკავშირებით ყველაზე ცუდი სცენარია: მეტი ომი და შიმშილი მიუღებელია. ისრაელმა უარი უნდა თქვას სახმელეთო შეტევაზე.

ევროკავშირს, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, შეუძლია და უნდა იმოქმედოს მსგავსი სცენარის თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნა ბორელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები