“ევროკავშირი რუსეთიდან გაზის მიწოდების უეცარი შეწყვეტისთვის ემზადება” – ევროკომისარი

ევროკავშირში აცხადებენ, რომ რუსული გაზის შესაძლო, უეცარი შეწყვეტისთვის მას შემდეგ ემზადებიან, რაც უკრაინასა და რუსეთს შორის სატრანზიტო კონტრაქტი 2024 წლის ბოლოს ამოიწურება.

ამის შესახებ ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში, კადრი სიმსონმა კიევში ბრიფინგზე განაცხადა.

ევროკომისარმა გაიხსენა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის გაზის ტრანზიტის ხელშეკრულება მალე ამოიწურება, ამიტომ, ევროკავშირს სურს უკრაინასთან თავისი ქმედებების კოორდინაცია.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი ამ სიტუაციისთვის ორი წელია, ემზადება.

”ვიცოდით, რომ რუსეთი არ იყო გაზის სანდო მიმწოდებელი და რისკების ჩვენი ყველა შეფასება ისე იყო შემუშავებული ისე, რომ ევროპა შეიძლება, უეცრად რუსული გაზის გარეშე დარჩეს”, – თქვა სიმსონმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები