პუტინის განკარგულებით, რუსეთის გენშტაბი არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებით წვრთნებს გამართავს

რუსეთის გენერალურმა შტაბმა სამხრეთის სამხედრო ოლქისა და საზღვაო ძალების სარაკეტო ფორმირებების მონაწილეობით წვრთნების ჩასატარებლად მზადება დაიწყო. სწავლების დროს „ჩატარდება მთელი რიგი ღონისძიებები არასტრატეგიული ბირთვული იარაღის მზადყოფნაში მოყვანასა და გამოყენებაში”.

ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

საკითხის კომენტირებისას რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ წვრთნები დაკავშირებულია უკრაინის წინააღმდეგ ომში „დაძაბულობის უპრეცედენტო დონესთან“.

პესკოვის თქმით, ასევე, ეს კავშირშია საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლების განცხადებებთან უკრაინაში სამხედრო პერსონალის გაგზავნის განზრახვის შესახებ.

კრემლის სპიკერმა აღნიშნა, რომ დასავლელ პოლიტიკოსებს სურთ, დაუპირისპირონ ნატოს სამხედროები რუს ჯარისკაცებს.

„ეს არის დაძაბულობის ესკალაციის სრულიად ახალი რაუნდი, უპრეცედენტოა და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას და განსაკუთრებულ ზომებს საჭიროებს“, – დასძინა პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები