„ჰამასის“ დელეგაცია კაიროში ჩავიდა

„ჰამასის“ დელეგაცია კაიროში შესაძლო ზავის დასადებად ჩავიდა – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი „ჰამასის“ ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კაიროში  ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები უნდა განახლდეს.

„დღეს განსხვავებული შედეგები იქნება. ჩვენ შეთანხმებას ბევრ საკითხზე მივაღწიეთ და რამდენიმე პუნქტი რჩება“, – განუცხადა Reuters-ს ეგვიპტურმა წყარომ.

აღსანიშნავია, რომ კაიროში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, უილიამ ბერნსიც იმყოფება, რომელიც ეგვიპტის დედაქალაქში პარასკევს ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები