კანადაში სიქების ლიდერის, ჰარდიფ სინგ ნიჯარის მკვლელობასთან დაკავშირებით სამი პირი დააკავეს

კანადაში სიქების ლიდერის, ჰარდიფ სინგ ნიჯარის მკვლელობასთან დაკავშირებით სამი პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, BBC ავრცელებს.

სამივე ბრალდებული ინდოელია, რომლებიც კანადის ქალაქ ედმონტონში ცხოვრობდნენ.

სიქების ლიდერი კანადაში 2023 წლის ივნისში ორმა შეიარაღებულმა პირმა საკუთარ მანქანაში მოკლა. ჰარდიფ სინგ ნიჯარი საცხოვრებლად კანადაში 1997 წელს გადავიდა, რის შემდეგაც კანადის მოქალაქეობა მიიღო.

ინდოეთის მთავრობამ ჰარდიფ სინგ ნიჯარი ხალისტანის დამოუკიდებლობის მოთხოვნის მხარდაჭერის გამო 2020 წელს ტერორისტად გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები