დევიდ კემერონი – უკრაინაში ნატოს ჯარების გაგზავნაზე: არ მიმაჩნია მართებულად, რომ როდესაც ნატოს ჯარისკაცები რუს ჯარისკაცებს კლავენ, ეს სწორია

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ კემერონის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მოსაზრება, რუსული ძალების თეორიული გარღვევის შემთხვევაში, უკრაინაში ნატოს ჯარების გაგზავნის შესახებ არასწორია.

მისი თქმით, ალიანსის ქვეყნების ჯარების გაგზავნა უკრაინაში რუსეთის ძალებთან საბრძოლველად საშიში ესკალაცია იქნება.

„არ მიმაჩნია მართებულად, რომ როდესაც ნატოს ჯარისკაცები რუს ჯარისკაცებს კლავენ, ეს სწორია“, – აღნიშნა კემერონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები