აშშ-ის არმიის მდივანმა გმირთა მოედანზე მემორიალი გვირგვნით შეამკო

საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის არმიის მდივანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა. ჯონ მაკჰიუმ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
დაღუპულ გმირთა მემორიალთან ასევე, იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასულე ორკესტრმა საქართველოსა და ამერიკის სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა. საქართველოში აშშ-ის არმიის მდივნის ოფიციალური ვიზიტი დღეს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები