რეკორდული მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნებიდან – საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები 2019 წელთან შედარებით 44.4%-ით გაიზარდა

იანვარი-მარტის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 77,045 საერთაშორისო ვიზიტი შედგა. ზრდა 2019 წლის მონაცემებთან შედარებით +44.4%-ია (+23,677 ვიზიტი).

2024 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი პოლონეთიდან დაფიქსირდა 11,734 ვიზიტით, რაც 2019 წლის მონაცემებს 67.1%-ით აჭარბებს, შემდეგ მოდის გერმანია 11,005 ვიზიტით, 2019 წელთან შედარებით ზრდა 46.1%-ია; გაერთიანებული სამეფო 6,484 ვიზიტი; ზრდა 2019 წელთან 27%.

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.

ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები