შუა საუკუნეების ყველაზე ცნობილი ჯადოქრები – „ნადირობა ალქაჯებზე“

შუა საუკუნეები ქალისთვის რთული დრო იყო. ნებისმიერ გამვლელს შეეძლო, ქალისთვის ჯადოქრობა დაებრალებინა. ხშირ შემთხვევაში, ეს ცარიელი სიტყვები იმათ ყურამდე მიდიოდა, ვინც თვლიდა, რომ უფლება ჰქონდა, სხვები განესაჯა და დაესაჯა კიდეც. XIV-დან XVIII საუკუნემდე ევროპაში, დაახლოებით, 40-50 ათასი ე.წ. ალქაჯი დაწვეს. ხშირ შემთხვევაში, მასობრივი ისტერია კონკრეტული პერსონებიდან იწყებოდა.
Фотография: Страшная охота: самые известные ведьмы Средневековья №2 - BigPicture.ru
მელინ მატსდოტერი
სტოკჰოლმში სჯეროდათ, რომ ალქაჯები ბავშვებს იტაცებდნენ. მელინ მატსდოტერი, საბრალო მრეცხავი, ჯადოქრობაში დაადანაშაულეს და ცოცხლად დაწვა მიუსაჯეს. ეს საშინელი სიკვდილით დასჯა ევროპისთვის ნორმალური იყო, მაგრამ შვედეთში მანამდე არასდროს გამოეყენებინათ. სასამართლოზე მელინმა უარი განაცხადა აღიარებაზე, თავი უდანაშაულოდ ცნო და ამაყად, თავაწეული მივიდა ბოძთან. ის გახდა პირველი და უკანასკნელი ქალი, რომელიც შვედეთის ტერიტორიაზე ცოცხლად დაწვეს. ცეცხლმოკიდებულ მელინს ერთი სიტყვაც არ უთქვამს. თანაც, მაშინ ყველას სჯეროდა, რომ ჯადოქრები ტკივილს ვერ გრძნობენ.
ბრიჯიტ ბიშოპი
ცნობილი „სალემის სასამართლო“ ზუსტად ამ ქალით დაიწყო. 1692 წელს ბრიჯიტს ერთდროულად ორი ტავერნა ჰქონდა, ის პროვოკაციულ ტანსაცმელს ატარებდა და როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, თავისუფალ დროს „ჯადოქრობით“ იყო დაკავებული. ბრიჯიტის სახლის ჩხრეკისას იპოვეს თოჯინები, რომლებსაც ნემსები ჰქონდა ჩარჭობილი. ერთ-ერთი მათგანი ცოტა ხნის წინ გარდაცვლილ მამაკაცს ასახავდა – ეს იყო მტკიცებულება, რომელიც სალემის მოსახლეობისთვის შემაშფოთებელი აღმოჩნდა. სასამართლოზე ბრიჯიტი საკმაოდ თავხედურად იქცეოდა, რამაც მისი სიკვდილი დააჩქარა. სისხლიანმა შოუმ საზოგადოებაში მასობრივი ისტერია გამოიწვია – ძალიან მოკლე ვადაში ცეცხლში კიდევ 70 „ჯადოქარი“ აღმოჩნდა.
Фотография: Страшная охота: самые известные ведьмы Средневековья №4 - BigPicture.ru
ანა კოლდინგსი

მკერავი ანა კოლდინკსი დაადანაშაულეს, თითქოს, მან სპეციალურად გამოიწვია შტორმი დედოფალი ანას მოსაკლავად, რომელიც კოპენჰაგენიდან შოტლანდიაში მიემგზავრებოდა. დედოფალი მართლაც კინაღამ დაიხრჩო ძლიერი შტორმის გამო და იძულებული გახდა, ნორვეგიაში გაჩერებულიყო. კოლდინგსი, რომელსაც ეშმაკის დედას უწოდებდნენ, დააპატიმრეს კრონბორგის მერის ბრძანებით, რომელმაც დედოფლის წინაშე თავის გამოჩენა მოინდომა. წამების დროს ანამ არა მხოლოდ „აღიარა“ ყველაფერი, არამედ კიდევ 5 თანამზრახველი „დაასახელა“ – მათ შორის, მერის ცოლი. გაზაფხულზე, დილით ადრე ყველა ქალი დაწვეს 

Фотография: Страшная охота: самые известные ведьмы Средневековья №5 - BigPicture.ru
ენტენ ჯილისი

1613 წელს ნიდერლანდებში უფრო მეტი ჯადოქრობაში ბრალდებული დაწვეს, ვიდრე მთელ ევროპაში. პირველი სწორედ ენტენ ჯილინსი იყო. ის ახალშობილების დაწყევლაში დაადანაშაულეს. ენტენი უკვე გისოსებს მიღმა იმყოფებოდა, როდესაც ქალაქ სტრაელენში ნამდვილი შიმშილობა დაიწყო, რომელმაც ასობით ახალშობილი შეიწირა. მორიგი წამების შემდეგ გოგონამ დამხმარეებიც „გაამხილა“. მაშინ შედგა ცნობილი სასამართლო, სადაც 63 „ჯადოქარი“ დაწვეს.

Фотография: Страшная охота: самые известные ведьмы Средневековья №6 - BigPicture.ru
მერგა ბინი

ჯადოქრებზე მონადირე გერმანელმა ბალთზარ ფონ დერნბახმა მერგა ბინი საკუთარი ქმრის ჯადოქრობით მოკვლის ბრალდებით დააკავა. ქვრივი, მიუხედავად ორსულობისა, მაინც აწამეს – ინკვიზიციამ ბავშვის მამად ეშმაკი მიიჩნია. მერგა მალევე გაასამართლეს და სიკვდილიც მიუსაჯეს, რის შემდეგაც დერნბახი აზარტში შევიდა და მომდევნო სამი წლის განმავლობაში, მთელ ჰესენსში „ჯადოქრებს“ დასდევდა, რის შედეგადაც სიკვდილით 250 ადამიანი დასაჯეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები