გორში 9 აპრილს სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებსა და ადგილობრივ მოქალაქეებთან ერთად 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ გადაიხადა.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები