პატრიარქი მიმართავს დემონსტრანტებს ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე (ვიდეო)

ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, სანამ მშვიდობიან დემონსტრანტებზე იერიშს მიიტანენ. პატრიარქი შეკრებილ ხალხს დაშლისკენ მოუწოდებს და საფრთხის რეალურობაზე საუბრობს.

„თქვენ ნუ იფიქრებთ იმას, რომ მე მთხოვა მთავრობამ. ახლა მოვიდნენ ჩემთან წარმომადგენლები, რომელთაც მითხრეს, რომ ეს საშიშროება რეალურია და მე ნება არ მქონდა, არ მოვსულიყავი და ახლა თქვენთან ერთად არ ვყოფილიყავი.“

ვიდეოში, ასევე, საუბრობენ პატრიარქი, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა.

-(პატრიარქი) ეს საშიშროება რეალურია

-(ზვიად გამსახურდია) რა ვქნათ, უწმინდესო, აბა რა ვქნათ… ერთხელ დავიბადეთ და ერთხელ მოვკვდებით, აბა რა ვქნათ…. ისედაც გვსპობენ და….

-(პატრიარქი) იქნებ არის სხვა მეთოდი, სხვა გზა…

-(ზვიად გამსახურდია) ამ ხალხს მერე კიდეც რომ გამოვუცხადოთ, შეგვრაცხავენ მოღალატეებად.

-(პატრიარქი) არა ნუ, ხო არის რაღაც რეალური?

-(ზვიად გამსახურდია) რა არის?

-(მერაბ კოსტავა) ეგ არის ყველაზე ისეთი, დიდებული წამი! მთელი ერის არის ერთი სურვილით ანთებული…

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები