სამტრედიაში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

35 წელი გავიდა 1989 წლის სისხლიანი აპრილის შემდეგ.

თარიღი, რომელიც ერთდროულად ტკივილისა და ქართველთა დიდი თავისუფლების სიმბოლოა, თითოეული ქართველისთვის ძვირფასია.

დღეს კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.

მუნიციპალიტეტის მერი – დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე – ნუგზარ ჯამბურია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები, დილიდან 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბნენ და გაიხსენეს წარსული უახლესი ისტორიიდან.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებულმა ,,მოსწავლეთა პარლამენტმა” და თეატრალურმა წრემ დღევანდელ დღეს თემატურად დატვირთული ღონისძიება მიუძღვნა.

9 აპრილის მემორიალი დღეს კიდევ ერთხელ შეამკეს ყვავილებით და სანთლებით.

,,დროის მიუხედავად არ ნელდება ის ტკივილი, რომელიც 35 წლის წინანდელ 9 აპრილს გვახსენებს. ეს იყო უბადლო მაგალითი ერთიანობისა, ქვეყნის სიყვარულისა. ქედს ვიხრი იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს.ქვეყნის კეთილდღეობისთვის. სწორედ 2 წელიწადში ეს თარიღი იქცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედაც. ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაქვს საკეთებელი, რომ სამშობლოსთვის დაღუპულთა იმედები ბოლომდე გავამართლოთ. მადლობა მათ თავისუფლებისთვის”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები