სამტრედიის ყველაზე მაღალმთიან სოფელში კაპიტალური გზა კეთდება

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან ადმინისტრაციულ ერთეულში, ოფეთის თემში 7კმ-იან მონაკვეთზე არმირებული ბეტონის გზის საფარი ეწყობა.

მიმდინარე პროექტი დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, პირველ მოადგილესთან, ლადო ზაქრაძესთან, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირან თევდორაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

ოფეთის ადმინისტრაციული ერთეულის გარდა, ასფალტის საფარი იგება, დიდი ჯიხაიშის და იანეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ჯიხაიშში მე-19 ქუჩაზე და იანეთში 8, 10, 13 ქუჩებზე.

„ოფეთის ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი გრუნტით დაფარული გზა წლებია ამორტიზებულია. ეს სოფელი იყო ერთადერთი მიმართულება სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა იყო მძიმე მდგომარეობაში. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, ჩვენ ყველა ადმინიატაციულ ერთეულის ცენტრამდე მისასვლელი გზა გვექნება კეთილმოწყობილი. ადგილობრივების მდგომარეობას ეს პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. გაუადვილდებათ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის რეალიზება და კომფორტული გადაადგილება“, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

ოფეთის მიმართულებით მსგავსი პროექტი პირველად ხორციელდება. ადგილობრივი მოსახლეობა მადლიერებას გამოხატავს.

„ოფეთში საუკუნის პროექტს ვუწოდებთ ამ საქმეს. მოსახლეობის ყველაზე დიდი პრობლემა გვარდება. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც იფიქრა, იშრომა და ეს ოცნება რეალობად გვიქცია“, – აცხადებს ლია გიგინეიშვილი-თევზაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები