გენოციდისგან თავის დაღწევა და შინ დაბრუნება 30 წლის შემდეგ – ერთი ადამიანის ისტორია
როდესაც იქ გამგზავრება შემომთავაზეს, ამ საკითხზე დოკუმენტური ფილმის გადასაღებად, ძალიან ავღელდი და ამავდროულად შევშინდი იმით, თუ რისი ნახვა მომიწევდა და რა რეაგირება მექნებოდა.
მე იმ დროიდან მოყოლებული ემოციური იარებით ვცხოვრობდი, პოსტტრავმული აშლილობის ფორმით, რომელიც, შესაძლოა, უეცრად განვითარდეს.
ისევე, როგორც ბევრი რუანდელი, მეც ოჯახის ბევრი წევრი დავკარგე. მხოლოდ 100 დღის განმავლობაში 800 000 ადამიანი იქნა მოკლული ჰუტუს ეთნიკური ექსტრემისტების მიერ, რომლებიც თავს ესხმოდნენ ტუტსის უმცირესობის წარმომადგენლობებს და ასევე, მათ პოლიტიკურ ოპონენტებს, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა.
როგორც ცნობილია, ტუტსებმა, რომლებიც გენოციდის შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდნენ, შურისძიების მიზნით, ათასობით ჰუტუ მოკლეს რუანდაში.
ჩემში ზღვა ემოცია გამოიწვია დედაქალაქ კიგალში ჩაფრენამ. ვგრძნოდი სიხარულს, როდესაც ჩემ ირგვლივ ჩემი მშობლიური ენა მესმოდა, მაგრამ, ასევე, ვაცნობიერებდი, რომ ბოლოს, როდესაც ამ ქალაქში ვიყავი, ქაოსი მეფობდა და მილიონობით ჩვენგანი თავს გაქცევით შველოდა.
ადგილები, რომლებიც მინდოდა, ჩემი ხანმოკლე მოგზაურობის დროს მენახა, იყო ჩემი სკოლა და ბოლო სახლი კიგალში, სადაც იმ საბედისწერო 1994 წლის 6 აპრილის ღამეს, ჩემს ნათესავებთან ერთად, მაგიდასთან ვიჯექი. ზუსტად მაშინ გავიგეთ, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავი ჩამოაგდეს – სატელეფონო ზარმა ჩვენი ცხოვრება შეცვალა.
ყველა სხვა მღელვარებას დაემატა დარდი, როდესაც ჩემი ყოფილი საცხოვრებელი ვერ ვიპოვე. ოთხი მცდელობის შემდეგ დედას დავურეკე ნორვეგიაში, რათა დამხმარებოდა. როდესაც დაკეტილი ჭიშკრის წინ აღმოვჩნდი, სუნთქვა შემეკრა და ყველა ის უდარდელი, მზიანი დღე გამახსენდა, რომელსაც ტერესაზე ვატარებდით. ჩვენი გამგზავრების აურზაურიც გამახსენდა – გვითხრეს, სამი პირი ტანსაცმელი ჩაგვეცვა და დანარჩენი ჩაგვებარგებინა.
არ მახსოვს, რომელიმე ჩვენგანს ეწუწუნა ან ესაუბრა მაშინაც კი, როდესაც შიმშილმა შემოგვიტია, რაც მე არასდროს განმეცადა. მეექვსე დღეს მივხვდით, რომ კიგალში უსაფრთხო ადგილი არ დარჩა, ამიტომ ბოლო გამოსავალს მივმართეთ – ქალაქიდან წავედით. ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს, მთელი კიგალი, ათასობით ჩვენგანი – ფეხით, ველოსიპედით, მანქანით, სატვირთოებით – ერთდროულად მიემგზავრებოდა. ჩვენ მივემართებოდით ოჯახის სახლში, გისენიეში, კონგოს საზღვართან ახლოს; რაიონში, რომელიც ახლა რუბავუს სახელითაა ცნობილი.
ამჯერად, როდესაც იგივე გზა გავიარე, მოძრაობა მშვიდი იყო. არ იყო სროლა და არც გაქცეული ხალხით სავსე გზები. ამჯერად ეს წყნარი, მზიანი, მშვენიერი დღე გახლდათ. ვიპოვე სახლი, სამი საძინებლით, რომელშიც მაშინ სამი თვის განმავლობაში, დაახლოებით, 40 ადამიანი ცხოვრობდა. სახლი ჯერ კიდევ დგას – მიუხედავად იმისა, რომ 1994 წლის შემდეგ ის სრულიად ცარიელი იყო.
გამიმართლა და ჩემს რამდენიმე გადარჩენილ ნათესავს შევხვდი, მათ შორის, ჩემს ბიძაშვილს, რომელიც მაშინ 10 წლის იყო. მისი ჩახუტება სიზმარს ჰგავდა. ახლა ის ოთხი შვილის მამაა, მაგრამ ჩვენ ურთიერთობა ზუსტად იმ ადგილიდან გავაგრძელეთ, სადაც მაშინ გავჩერდით.
„მე მარტო გავრბოდი, მშობლების გარეშე, სოფლის გავლით წავედი. იმ დროს ჩემი მშობლები, ქალაქ გისენიეს გავლით, გომუში წავიდნენ (ქალაქი კონგოში)“, – ამბობს ის.
მე ვერც წარმოვიდგენ, როგორ იყო პატარა ბიჭუნა მარტო, მშობლების გარეშე, ლტოლვილების უზარმაზარ ბანაკ კიბუმბაში… როდესაც მე გავრბოდი, ჩემთან ჩემი მშობლები იყვნენ. საბედნიეროდ, ჩემს ბიძაშვილთან ერთად აღმოჩნდნენ მისი ძველი მეზობლები, რომლებმაც შემდეგ მის მშობლებს გააგებინეს შვილის ადგილმდებარეობა. ყველა მათგანი კიბუმბაში ორი წლით დარჩა.
„ცხოვრების პირველი წლები იქ ძალიან ცუდი იყო. ქოლერა აფეთქდა, ხალხი დაავადდა, ათასობით ადამიანი ცუდი ჰიგიენის და კარგი კვების უქონლობის გამო დაიღუპა“, – მომიყვა მან.
მისი ისტორიის რაღაც ნაწილი ჩემსას იმეორებს. მახსოვს პირველი კვირები ლტოლვილის როლში, როდესაც ადამიანთა ცხედრები ქუჩაში სულ უფრო მატულობდა.“
როგორ დაიწყო გენოციდი?
რუანდას მოსახლეობის, დაახლოებით, 85% ჰუტუა, მაგრამ ტუტსის უმცირესობა დიდხანს დომინირებდა ქვეყანაში. 1959 წელს ჰუტუსებმა დაამხვეს ტუტსის მონარქია. ათიათასობით ტუტსი გაიქცა მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის, უგანდაში.
ტუტსის გადასახლებულთა ჯგუფმა ჩამოაყალიბა რუანდის პატრიოტული ფრონტის (RPF) მეამბოხე ჯგუფი, რომელიც შეიჭრა 1990 წელს შეიჭრა. ბრძოლა 1993 წელს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევამდე გაგრძელდა.
როგორ განხორციელდა გენოციდი?
საგულდაგულო ორგანიზებით… ხელისუფლების ოპონენტების სიები დაურიგდა მეამბოხეებს, რომლებიც წავიდნენ და ყველა დახოცეს.
მეზობლებმა მეზობლები დახოცეს, ზოგმა ქმარმა ტუტსი ცოლიც კი მოკლეს.
იმ დროს პირადობის მოწმობებში ეთნიკური ჯგუფი იყო მითითებული, ამიტომ პოლიციელებმა მოაწყვეს საგუშაგოები, სადაც ტუტსებს კლავდნენ.
ათასობით ტუტსი ქალი წაიყვანეს და სექს-მონებად ჰყავდათ.
როგორ დასრულდა ეს ყველაფერი?
კარგად ორგანიზებულმა RPF-მა, უგანდის არმიის მხარდაჭერით, თანდათანობით დაიპყრო ახალი ტერიტორია 1994 წლის 4 ივლისამდე.
დაახლოებით, ორი მილიონი ჰუტუსი – როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ასევე, ზოგიერთი მათგანი, ვინც გენოციდში მონაწილეობდა – საზღვრის გადაღმა გაიქცა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რომელსაც, შურისძიების შიშით, ზაირი უწოდეს. დანარჩენი მეზობელ ტანზანიასა და ბურუნდიში წავიდნენ.
დაახლოებით, ხუთი მილიონი ადამიანი დაიღუპა კონფლიქტში, რომელიც 2003 წლამდე გაგრძელდა. ზოგიერთი შეიარაღებული ჯგუფი კვლავ აქტიურობს რუანდის საზღვრის მახლობლად მდებარე რაიონებში.