„დოკუმენტური/სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობა“ – კულტურის სამინისტრომ კონკურსის გამარჯვებული პროექტები გამოავლინა

კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კონკურსის „დოკუმენტური/სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობა“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში სამინისტროს 26-მა განმცხადებელმა მომართა, რომელთაგან ხუთი გამარჯვებული პროექტია:
1. „სამშვილდის კანიონის საიდუმლოება“, განმახორციელებელი – ა(ა)იპ „ეთნო-ფილმი“;
2. „მე ვარ ქართველი ებრაელი“, განმახორციელებელი – ინდ. მეწარმე მიხეილ ჭიაურელი;
3. „საქართველო-საბერძნეთი – კულტურათა დიალოგი“, განმახორციელებელი – ა(ა)იპ „ემიგრაციის ინფორმაციისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრი-ხიდი”;
4. „ქართლის გული“, განმახორციელებელი – ა(ა)იპ „და იქმნა ნათელი“ ;
5. „მიხაი ზიჩი – ცოცხალი სურათები“, განმახორციელებელი – ინდ. მეწარმე თამარ მახარაძე.
კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 100 000 ლარს. კონკურსის მიზანია სამეცნიერო-პოპულარული დოკუმენტური კინოს განვითარების მხარდაჭერა და თავისუფალი ხელოვანების/კერძო სტუდიების შემოქმედებითი მუშაობის წახალისება.
ინფორმაციისთვის: 2021 წელს ამავე კონკურსის ფარგლებში 31 საკონკურსო განაცხადიდან დაფინანსდა ექვსი გამარჯვებული პროექტი (ბიუჯეტი 120 000 ლარი). 2022 წელს საკონკურსო ბიუჯეტი იყო 110 000 ლარი და 24 საკონკურსო ნამუშევრიდან გაიმარჯვა ხუთმა პროექტმა. ხოლო 2023 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 100 000 ლარი და 21 საკონკურსო პროექტიდან დაფინანსდა ხუთი პროექტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები