„კლასიკური მუსიკის კონცერტებისა და საბალეტო წარმოდგენების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“ – კულტურის სამინისტრომ კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა
კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კონკურსის – „კლასიკური მუსიკის კონცერტებისა და საბალეტო წარმოდგენების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“ – გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
კონკურსის ფარგლებში სამინისტროს 32-მა განმცხადებელმა მომართა, რაც გასულ წელთან შედარებით ორჯერ მეტია.
„გამოვლინდა 11 გამარჯვებული პროექტი. გამარჯვებულთა შორის არიან როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირები:
1. ფ. პ. ივანე გალუაშვილი – „ოპერა შენს ქალაქში“; დაფინანსდა საოპერო მუსიკის კონცერტების გამართვა სხვადასხვა რეგიონში.
2. ა(ა)იპ თბილისის მარიამ უგრეხელიძის კამერული საბალეტო დასი – პ. ჩაიკოვსკის ბალეტ „მაკნატუნასა“ და ს. პროკოფიევის ბალეტ „კონკიას“ საგასტროლო სპექტაკლები ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში;
3. ა(ა)იპ საავტორო სტუდია – ნინო ჯანჯღავას „დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი““; პროექტის ფარგლებში გაიმართება კონცერტი კამერული გუნდისა და ორკესტრის მონაწილეობით. კონცერტზე შესრულდება ნინო ჯანჯღავას ნაწარმოები „დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი““.
4. ფ. პ. თედო დიაკონიძე – „ქუთაისი – აკადემიური მუსიკის სივრცე“; პროექტის ფარგლებში ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება კლასიკური მუსიკის კონცერტი.
5. საკონცერტო და საგამომცემლო სტუდია „ანშლაგი 2008“, ი. მ. ვლადიმერ (ლადო) ხელაშვილი – „თბილისური მუსიკალური გაზაფხული“; პროექტი ითვალისწინებს თბილისის რეკრეაციულ ზონებში, ღია ცის ქვეშ ელიტბენდ „ჯორჯიას“ მცირე სასულე ორკესტრის მონაწილეობით კონცერტების ჩატარებას.
6. ა(ა)იპ კლასიკური მუსიკა – „საქართველოს რეგიონები – ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“;
7. ა(ა)იპ საქართველოს საგუნდო საზოგადოება – საგუნდო მუსიკის კონცერტები;
8. ფ. პ. ნათელა ბერაია – კამერული მუსიკის კონცერტები და მასტერკლასები;
9. ა(ა)იპ „კლასიკური ჰანგები“ – „ვანო სარაჯიშვილი 145“; გაიმართება ვოკალური და კამერულ-ინსტრუმენტული მუსიკის კონცერტები.
10. ა(ა)იპ მუსიკოსთა დახელოვნების ასოციაცია – კლასიკური მუსიკის კონცერტი შიდა ქართლში;
11. ა(ა)იპ საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი – ქართული კამერული მუსიკის სიახლენი. ჩატარდება კონცერტი, რომელზედაც შესრულდება ქართველ კომპოზიტორთა ახალი ნაწარმოებები.
წლევანდელი კონკურსის ბიუჯეტია 160 000 ლარი. კონკურსის მიზანია კლასიკური მუსიკალური და საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაცია; საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა და საშემსრულებლო ანსამბლების/საბალეტო დასების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; საშემსრულებლო და შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობა და შემოქმედებითი პროცესების გააქტიურება; რეგიონებში კულტურული პროცესების წახალისება.
ინფორმაციისთვის: აღნიშნულ კონკურსს სამინისტრო 2021 წლიდან აცხადებს. 2021 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 275 000 ლარი. შემოსული 20 საკონკურსო განაცხადიდან დაფინანსდა რვა პროექტი.
2022 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 220 000 ლარი და 20 საკონკურსო განაცხადიდან გაიმარჯვა ცხრა პროექტმა.
2023 წელს კონკურსისთვის გამოყოფილი 160 000 ლარით 16 განაცხადიდან დაფინანსდა შვიდი პროექტი“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.