„სირიაში ისრაელის თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება“ – ირანის პრეზიდენტი
ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ განაცხადა, რომ დამასკოში ირანის საკონსულო განყოფილებაზე ისრაელის თავდასხმები უპასუხოდ არ დარჩება.
მისი თქმით, ისრაელის რეჟიმმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართალი, ირანის დიპლომატიურ შენობაზე ტერორისტული დანაშაულის ჩადენით.
ებრაჰიმ რაისის განცხადებით, წინააღმდეგობის ფრონტის წინაშე მუდმივი დამარცხებისა და წარუმატებლობის შემდეგ, ისრაელის რეჟიმმა გადარჩენის მცდელობის დროს ბრმა მკვლელობის შეტევებს მიმართა.
„სიონისტურმა რეჟიმმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ასეთი არაადამიანური ზომებით ვერ მიაღწევს ბოროტ მიზნებს და მოუწევს წინააღმდეგობის ფრონტის მზარდ ძლიერებასათან დაპირისპირება“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
დამასკოში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან ირანის რევოლუციის გუშაგთა ორი გენერალი და 5 ოფიცერი.