ოთარ ნადარაია: ახლო-აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა გამოიწვია საერთაშორისო მასშტაბით ფასების ზრდა

ახლო-აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა გამოიწვია საერთაშორისო მასშტაბით ფასების ზრდა და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი , – აღნიშნულის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილების შეფასებისას თიბისი კაპიტალის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ განაცხადა.

„როგორც სებ-ის ინფორმაციაშია აღნიშნული, საბოლოო სცენარი ითვალისწინებს გარკვეულ პერიოდში ესკალაციის შემცირებას, თუმცა ასეც თუ მოხდა ფასებზე ზეგავლენა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც იქნება გაზრდილი”, – აღნიშნა ოთარ ნადარაიამ. მისი შეფასებით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდის მიმართულებით არსებული აგუმენტები საკმაოდ ძლიერია. „ჩვენი პროგნოზით, დაახლოებით 8%-ზე შეიძლებოდა შენარჩუნებულიყო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, თუმცა ზრდის არგუმენტები რა თქმა უნდა ძალიან ძლიერია. ეს ზომიერი ზრდა არის, მცირე მასშტაბით მოხდა აწევა განაკვეთის. ძალიან მნიშვნელოვანია რაც პრეს-რელიზშია აღნიშნული რომ სებ-ისთვის ინფლაცია არის პრიორიტეტი და გაზრდილ ინფლაციაზე ცენტრალური ბანკი რეაგირებს, რაც რა თქმა უნდა ინფლაციის მოლოდინების კუთხით არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა თიბისი კაპიტალის მთავარმა ეკონომისტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები