ნინო წილოსანი: აზერბაიჯანიდან ენერგორესურსების ევროპაში გადაზიდვა საქართველოს გარეშე ვერ მოხდება

“აზერბაიჯანიდან ენერგორესურსების ევროპაში ჩასვლა და გადაზიდვა, რა თქმა უნდა, საქართველოს გარეშე ვერ მოხდება. ამიტომ იმის მიუხედავად, როგორ ცდილობენ, რომ დააიგნორონ საქართველოს ფაქტორი ევროკავშირის ლიდერებმა, საქართველოს როლი ნათელია და ჩვენ ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის და იტალიის პრემიერის შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს როლი ენერგორესურსების ტრანზიტში ძალიან დიდია.

„ევრობიუროკრატების მხრიდან ხშირად არის ფაქტების იგნორირება, ახლა უკვე დაიწყეს გეოგრაფიის იგნორირებაც. საქართველო იმ გეოგრაფიის ნაწილია, რომლითაც აზია ევროპას უკავშირდება და ეს არის ერთ-ერთი მსხვილი კვანძი. იტალიის პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანში იმყოფებოდა და მან დაიწყო მუშაობა ენერგეტიკული რესურსების ალტერნატიული წყაროების მოძიებისთვის. აზერბაიჯანიდან ენერგორესურსების ევროპაში ჩასვლა და გადაზიდვა, რა თქმა უნდა, საქართველოს გარეშე ვერ მოხდება. ამიტომ იმის მიუხედავად, როგორ ცდილობენ, რომ დააიგნორონ საქართველოს ფაქტორი ევროკავშირის ლიდერებმა, საქართველოს როლი ნათელია და ჩვენ ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები