სომხეთის პარლამენტმა თანამდებობის პირების ნათესავებს ტენდერებზე წვდომა შეუზღუდა
სომხეთი სახელმწიფო შესყიდვებში სახელმწიფო მოხელეების ახლო ნათესავების მონაწილეობაზე შეზღუდვებს აწესებს.
„შესყიდვების შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილებები პარლამენტმა მეორე და საბოლოო მოსმენით მიიღო.
ცვლილებების თანახმად, კომპანიები, რომელთა დამფუძნებლები ან დირექტორები არიან მაღალი თანამდებობის პირების – პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრისა და ვიცე-პრემიერების, ასევე სახელმწიფო შესყიდვების ზედამხედველობის ქვეშ მყოფი აღმასრულებელი პირების, მათ შორის ფინანსთა მინისტრისა და შესაბამისი მოადგილის ახლო ნათესავები (მეუღლეები, მშობლები, შვილები, ძმები, დები), ვერ მიიღებენ მონაწილეობას სახელმწიფო ტენდერებში.
გარდა ამისა, გარკვეული დეპარტამენტებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების ნათესავებს შესაბამისი სტრუქტურებისა და დაქვემდებარებული ორგანიზაციების ტენდერებში მონაწილეობა ეკრძალებათ.