გურამ მაჭარაშვილი: არაა გასაკვირი, რომ შეტევაა ეკლესიაზე, საპატრიარქოზე – უცხოური ძალების ინტერესშია, რომ დაარტყან სწორედ იმას, სადაც არის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი ძალა საქართველოსი

“გასაკვირი არაა, რომ შეტევაა ეკლესიაზე, საპატრიარქოზე უცხოური ძალების ინტერესშია, რომ დაარტყან სწორედ იმას, სადაც არის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი ძალა საქართველოსი,” – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართულმა საზოგადოებამ დაადასტურა, რომ ის არის მომხრე სარწმუნოების და ოჯახური ტრადიციების.

„არაა გასაკვირი, რომ შეტევაა ეკლესიაზე, საპატრიარქოზე. ვნახეთ 17-21 მარტის მოვლენები საქართველოში, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ და მისმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაადასტურა, რომ ის არის მომხრე სარწმუნოების, ოჯახური ტრადიციების. კარგად გვახსოვს მიხაელ როთის და მისი კოლეგების განცხადებები რუსთაველზე, რომ შავბნელ ძალებად მოიხსენიებდნენ ეკლესიას, საპატრიარქოს და მისი აქაური ამფსონები, აგენტურა, ქართული „ენჯეო“ სექტორი, თუ „ნაცმოძრაობა“ როგორ იმეორებდა იმავეს, რომ შავბნელი ძალები არიან საპატრიარქოში და ა.შ. ეს თავდასხმები სწორედ აქედან მომდინარეობს. მათი, ანუ უცხოური ძალების ინტერესშია, რომ დაარტყან სწორედ იმას, სადაც არის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი ძალა საქართველოსი“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები