აშშ-ში მამაკაცმა ორ ლოკაციაზე ორი ადამიანი მოკლა

ტეხასის შტატის ქალაქ კეროლტონში, სავაჭრო ცენტრში და საცხოვრებელ კორპუსში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა,- ამის შესახებ ABC წერს.

მედიის ინფორმაციით, პოლიციამ მსროლელი, 69 წლის მამაკაცი დააკავა.

დადგინდა, რომ მან თავდაპირველად ცეცხლი სავაჭრო ცენტრში საქმიან შეხვედრაზე გახსნა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაჭრა. შემდეგ ის დანაშაულის ადგილის მახლობლად მდებარე საცხოვრებელ კორპუსში შევიდა, სადაც ბინაში კიდევ ერთ ადამიანს ესროლა და მოკლა.

როგორც ამბობენ, სროლის მიზეზი დაკავებულსა და მის მსხვერპლს შორის ფინანსური უთანხმოება გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები