უკრაინულმა დრონებმა რუსეთის სიდიდით მეორე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ქალაქ კირიშის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა დრონებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ დრონების სამიზნე ქარხანა იყო.

დაბომბვის შემდეგ ქარხანამ მუშაობა სრულად შეაჩერა, რადგან ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.

მედიის ცნობით, უკრაინულმა დრონებმა ნავთობის პირველადი დისტილაციის ოთხი ბლოკიდან (AVT) სამი დააზიანა.

კირიშის ქარხანა წელიწადში დაახლოებით 18 მილიონ ტონა ნავთობს აწარმოებს, რაც ქვეყნის მასშტაბით წარმოებული საერთო ნავთობის მოცულობის 7%-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები