უკრაინულმა დრონებმა თათრეთში “შაჰედების” ქარხანა დაბომბეს, არიან დაშავებულები

თათრეთში “შაჰედების” დამზადების ქარხანას დრონები დაესხა თავს.

როგორც RBC-უკრაინას სპეცსამსახურებში წყარომ განუცხადა, ეს იყო უკრაინელი სამხედროების ოპერაცია.

წყაროს ინფორმაციით, თავდასხმას „შაჰედების“ქარხანა დაექვემდებარა, რომელსაც რუსები “გერან-2”-ს აწერენ.

2023 წელს რუსეთმა ირანული “შაჰედების” წარმოება “ალაბუგას” ქარხანაში დაიწყო. გასულ შემოდგომაზე საწარმო თვეში თითქმის 200 დრონს აწარმოებდა. 2025 წლის სექტემბრისთვის ქარხანამ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით, 6 ათასი დრონი უნდა აწარმოოს.

თავდასხმის შედეგად, ექვსი ადამიანი დაშავდა, მათგან სამი ჰოსპიტალიზებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები