რა შემთხვევაში გაითიშება უცხოური საინფორმაციო ქსელები ისრაელში – ქნესეთმა Al Jazeera-ს შესახებ კანონი მიიღო

ქნესეთმა Al Jazeera-ს შესახებ კანონი დაამტკიცა, რომელიც მთავრობას ისრაელში უცხოური საინფორმაციო ქსელების აკრძალვის დროებით უფლებამოსილებას ანიჭებს იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ ისინი ზიანს აყენებენ ეროვნულ უსაფრთხოებას.

ისრაელის კომუნიკაციების მინისტრმა, შლომო კარჰიმ საბოლოო კენჭისყრის შემდეგ პირობა დადო, რომ კატარის მიერ დაფინანსებული საინფორმაციო არხი უახლოეს დღეებში დაიხურება და თქვა, რომ ისრაელში „ჰამასის“ რუპორებისთვის გამოხატვის თავისუფლება არ იქნება.

ქნესეთში მიღებულ კანონს ბაიდენის ადმინისტრაციაშიც გამოეხმაურნენ. როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, აშშ აღნიშნული გადაწყვეტილებით შეშფოთებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები