სირიაში ირანის ელჩი: დამასკოში სარაკეტო თავდასხმას მკაცრი პასუხი გაეცემა
სირიაში ირანის ელჩმა, ჰოსეინ აკბარიმ განაცხადა, რომ ირანის პასუხი სირიის დედაქალაქ დამასკოში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე მკაცრი იქნება.
მათივე ინფორმაციით, ირანის საკონსულოზე სარაკეტო იერიშის შედეგად ხუთიდან შვიდამდე ადამიანი დაიღუპა.
ირანულმა არაბულენოვანმა სახელმწიფო ტელევიზიამ Al-Alam-მა და პანარაბულმა ტელევიზიამ Al-Mayadeen-მა განაცხადეს, რომ თავდასხმის შედეგად დაიღუპა ირანელი სამხედრო მრჩეველი გენერალი ალი რეზა ზაჰდი.
გენერალი ზაჰდი 2016 წლამდე ლიბანსა და სირიაში ელიტარულ ყუდსის ძალებს ხელმძღვანელობდა.