მოსკოვის სასამართლომ Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტის საქმეზე ეჭვმიტანილ მეათე პირს პატიმრობა შეუფარდა
მოსკოვის ბასმანის სასამართლომ Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტის საქმეზე ეჭვმიტანილ მეათე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
რუსული გამოძიების თანახმად, იაკუბჯონი იუსუფზოდამ თავდასხმის ერთ-ერთ სავარაუდო მონაწილეს საბანკო ბარათიდან გადაურიცხა საცხოვრებლის ფული და გადარიცხვები ტერაქტის შემდეგაც გაგრძელდა.
როგორც „რია ნოვოსტი“ იუწყება, იუსუფზოდა 25 მარტს საბუთების შემოწმების დროს დააკავეს და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო ახლა მას ბრალი ტერორისტულ აქტის საქმეზე წაუყენეს.
ეჭვმიტანილი წინასწარ პატიმრობაში 22 მაისამდე დარჩება.