Reuters: დამასკოში, ირანის საკონსულოზე თავდასხმას „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ გენერალი ემსხვერპლა
სირიის დედაქალაქ დამასკოში, ირანის საკონსულოზე ისრაელის სარაკეტო თავდასხმას ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) უფროსი მეთაური, მოჰამად რეზა ზაჰედი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ირანის საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, ისრაელის თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.
ამასთან, სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA იუწყება, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის.
ისრაელმა, რომელმაც ღაზაში ექვსთვიანი ომის დროს ირანულ სამიზნეებს არაერთხელ დაარტყა, მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
„ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს უცხოური მედიის ცნობებზე“, – განაცხადა ისრაელის სამხედრო სპიკერმა.