ერდოღანი: ნატოს ახალი გენერალური მდივანი უკეთ უნდა ემსახუროს ალიანსის წევრების უსაფრთხოებასა და ინტერესებს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, მარკ რუტესთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ლიდერებმა საუბრისას ნატოს ახალი გენერალური მდივნის არჩევის საკითხი განიხილეს.
ერდოღანმა ნატოს გენერალური მდივნის კანდიდატ რუტეს განუცხადა, თუ რა მოლოდინები აქვს ახალი გენერალური მდივნისგან.
კერძოდ, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნატოს ახალი გენერალური მდივანი უკეთ უნდა ემსახუროს ალიანსის წევრების უსაფრთხოებასა და ინტერესებს ტერორიზმთან და სხვა გამოწვევებთან ბრძოლაში, გააძლიეროს ალიანსის ერთიანობა და პრიორიტეტი მიანიჭოს ნატოს მთავარ როლს, ერთგული იყოს ძირითადი ღირებულებებისა და ალიანსის დამკვიდრებული პრაქტიკის მიმართ და გაითვალისწინოს იმ მოკავშირეების სენსიტიური მომენტები, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები.
ამასთან, ერდოღანმა დასძინა, რომ ამ პრინციპების გათვალისწინებით, თურქეთი აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას სტრატეგიული სიბრძნისა და სამართლიანობის ფარგლებში მიიღებს.
Cumhurbaşkanımız @RTErdogan, Hollanda Başbakanı Mark Rutte ile bir telefon görüşmesi gerçekleştirdi.
Görüşmede, Türkiye ve Hollanda ikili ilişkileri ile NATO’nun yeni genel sekreterini belirlemesine ilişkin süreç ele alındı.
Cumhurbaşkanımız Erdoğan, NATO Genel Sekreteri…
— T.C. Cumhurbaşkanlığı (@tcbestepe) March 31, 2024