ბრაზილიაში მიკროავტობუსი ხალხში შევარდა – სულ მცირე, 5 ადამიანია დაღუპული
ბრაზილიაში, ჟაბუატან-დუს-გუარარაპის ქალაქში მიკროავტობუსი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა.
უცხოური მედიის ცნობით, შემთხვევა 31 მარტის საღამოს მოხდა.
გარდა ამისა, ინციდენტის შედეგად 27 ადამიანი დაშავდა.
მიკროავტობუსს მგზავრები გადაჰყავდა, მათგან არცერთი არ დაშავებულა.
მომხდარის მიზეზი უცნობია.