გერმანიაში მარიხუანას ნაწილობრივი ლეგალიზაციის შესახებ კანონი ძალაში შევიდა
გერმანიაში მარიხუანას ნაწილობრივი ლეგალიზაციის შესახებ კანონი ძალაში შევიდა.
DW წერს, რომ მარიხუანა ნარკოტიკების შესახებ კანონით გაწერილი აკრძალული ნივთიერებების სიიდან ამოიღეს. შესაბამისად, მისი გარკვეული რაოდენობით შენახვა და მოყვანა კანონით დაშვებული გახდა.
სრულწლოვანს ექნება უფლება, თან ჰქონდეს 25 გრამამდე მარიხუანა ან კანაბისი, ან სუფთა ჰაშიში.
სახლში დაშვებულია 50 გრამის შენახვა.
ახალი წესების მიხედვით, დღეიდან მარიხუანას მოწევა გერმანიაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იქნება დაშვებული. თუმცა მისი მოხმარება აკრძალულია სკოლებიდან, საბავშვო ბაღებიდან, სათამაშო მოედნებიდან, ახალგაზრდული და სპორტული კლუბებიდან 200 მეტრის რადიუსში.
ასევე, კანონით აკრძალული იქნება მარიხუანას მოწევა სატრანსპორტო საშუალების საჭესთან.
წესების დარღვევა გამოიწვევს სამ წლამდე პატიმრობას ან ფულად ჯარიმას. მარიხუანით ვაჭრობა ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.