„არჩევნებში დამარცხება ერდოღანისთვის მკაფიო გზავნილია, რომ ისრაელზე თავდასხმა აღარ მუშაობს„ – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი სტამბოლის მოქმედ მერს, ექრემ იმამოღლუს და ანკარის მერს, მანსურ იავასს მუნიციპალურ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„თურქეთში ადგილობრივი არჩევნები ერდოღანის კანდიდატების დამარცხებით დასრულდა. ვულოცავ ექრემ იმამოღლუს სტამბოლში და მანსურ იავასს ანკარაში გამარჯვებას. ეს არის მკაფიო გზავნილი რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის, რომ ისრაელზე თავდასხმა აღარ მუშაობს და ახალი გზის პოვნაა საჭირო“, – წერს ისრაელ კაცი.

თურქეთში გამართული მუნიციპალური არჩევნების შედეგად, მთავარი ოპოზიციური პარტია – „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ 37, 74%-ით ლიდერობს, ხოლო „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიამ ხმების 35, 49 % დააგროვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები