„ქართული მეცნიერება და გზა ევროპისკენ“ – ღონისძიება გაიმართება

27 მარტს, 13:00 საათზე, ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, გაიმართება ღონისძიება – „ქართული მეცნიერება და გზა ევროპისკენ“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებას გაუძღვებიან აკადემიკოსები: დავით ფრანგიშვილი, დავით ლორთქიფანიძე და ზაალ კოკაია.
განხილული იქნება ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის სიახლეები და სამომავლო გეგმები.
ძირითადი მოხსენებების შემდეგ გაიმართება პანელური დისკუსია, რომლის დროსაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება, კითხვები დაუსვას ცენტრის წარმომადგენლებს და იმსჯელოს ქართული მეცნიერების განვითარების, მისი საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციისა და ევროპული მომავლის შესახებ.
დღის წესრიგი:
მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ პირველი კორპუსი, მეორე სართული, მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები