სამხედრო-საჰაერო ძალები პროფესიული დღე მარნეულის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს

სამხედრო-საჰაერო ძალები პროფესიულ დღეს აღნიშნავს. ღონისძიება მარნეულის საავიაციო ბაზაზე გაიმართა.
ტავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამწყობრო მოედანზე მოწყობილ პირად შემადგენლობას პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი გეგეჭკორმა მიულოცა.
ქართველ სამხედრო მფრინავებს სიტყვით მიმართა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.
სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა და საავიაციო ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ წუთიერი დუმილით საქართველოს ერთიანობისთვის და სამშვიდობო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგეს.
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-სასულე ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.
მარნეულის საავიაციო ბრიგადის ტერიტორიაზე ღია კარის დღე მოეწყო. ბრიგადის ტერიტორიაზე მისულ სტუმრებსა და ქართველი სამხედრო მფრინავების ახლობლებს საავიაციო ტექნიკის დათვალიერების საშუალება მიეცათ.
წელს სამხედრო-საჰაერო ძალების დღე 22-დ აღინიშნება. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, იმდროინდელმა ავიაციის სარდალმა, პოლკოვნიკმა იზანი ცერცვაძემ, 1992 წლის 19 სექტემბერს სუ-25 ტიპის თვითმფრინავით პირველი საწვრთნელი გაფრენა განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები