ლოიდ ოსტინი: აშშ არ დაუშვებს, რომ უკრაინამ რუსეთთან ომი წააგოს

უკრაინაში ომი მიმდინარეობს და აშშ კიევს რუსეთთან დამარცხების საშუალებას არ მისცემს, – UNIAN-ის კორესპონდენტის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა „რამშტაინის“ საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ჯარები მძიმე პირობებისა და სასტიკი ბრძოლის წინაშე დგანან, ხოლო მშვიდობიანი მოსახლეობა მუდმივად იძულებულია რუსული რაკეტებისა და ირანული დრონების დაბომბვას გაუძლოს.

ამასთან, ოსტინი ირწმუნება, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერისთვის უკან არ დაიხევს.

„დღეს ჩვენი გზავნილი ნათელია: შეერთებული შტატები არ დაუშვებს უკრაინის დამარცხებას. ეს კოალიცია არ დაუშვებს უკრაინის დამარცხებას. თავისუფალი სამყარო არ დაუშვებს უკრაინას დამარცხებას“, – ხაზგასმით აღნიშნა ოსტინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები