“უკრაინაში გასაგზავნად საფრანგეთში 2-ათასიან სამხედრო კონტინგენტს ამზადებენ” – სერგეი ნარიშკინი

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, სერგეი ნარიშკინი აცხადებს, რომ უწყებას აქვს ინფორმაცია, რომ საფრანგეთი უკრაინაში გასაგზავნად სამხედრო კონტინგენტს ამზადებს.

მის კომენტარს “ტასი” ავრცელებს.

“რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში შემოსული მონაცემის მიხედვით, უკრაინაში გასაგზავნად კონტინგენტი უკვე მზადდება. თავდაპირველ ეტაპზე, 2 ათასი ადამიანი იქნება”, – თქვა მან.

ნარიშკინის თქმით, ფრანგი სამხედროები შიშობენ, რომ უკრაინაში ასეთი მნიშვნელოვანი შენაერთის გადასროლა შეუმჩნევლად ვერ მოხერხდება.

“ამგვარად, ის გახდება რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმების პრიორიტეტული ლეგიტიმური სამიზნე. ეს ნიშნავს, რომ ისინი ყველა ფრანგის ბედს გაიზიარებენ, რომლებიც ოდესმე  რუსეთის ტერიტორიაზე ხმლით ხელში შემოსულან”,- თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები