თავდაცვის მინისტრმა დანიის სამეფოს ელჩსა და თავდაცვის ატაშეს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დანიის სამეფოს ელჩთან, ანე ტოფტ სორენსენთან და თავდაცვის ატაშესთან, პოლკოვნიკ იენს ერიკ ჰიორტთან გაცნობითი შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანმა დანიურ მხარეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საქართველოსა და დანიის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული 4-წლიანი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში განსაზღვრული მიმართულებები და პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში თანამშრომლობის მიმართულებებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები