დღეს უკრაინული პრემია „დრაგომანი“ მიენიჭა რაულ ჩილაჩავას – „უკრაინასა და საქართველოს შორის კულტურული ხიდების მშენებლობისთვის”

უკრაინული პრემია „დრაგომანის“ ლაურეატთა სიაშია და საგანგებო პრემია მიენიჭა ქართველ პოეტსა და მთარგმნელს, რაულ ჩილაჩავას. ინფორმაციას თავად პოეტი ავრცელებს სოციალურ ქსელში.
„დღეს, 14 მარტს, კიევში გამოცხადდა უკრაინული პრემია „დრაგომანის“ (თარჯიმანი, მთარგმნელი) ლაურეატთა სია.
საგანგებო პრემია ფორმულირებით: „უკრაინასა და საქართველოს შორის კულტურული ხიდების მშენებლობისთვის” მიენიჭა თქვენს მონა-მორჩილს. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ 2023 წელს საქართველოში გამოვიდა რაულ ჩილაჩავას მიერ უკრაინულიდან თარგმნილი სამი წიგნი: მარკიან კამიშის რომანი „ოფორმლიანდია ანუ ზონაში გასეირნება“, „ომის ლექსიკონი“ (უკრაინელი პოეტები ომზე), ტარას შევჩენკო „ფიქრნო ჩემნო“…
დაჯილდოების ცერემონიალი შედგება აპრილის მიწურულს კიევში.
პრემიის დამფუძნებლები არიან:. უკრაინული ინსტიტუტი, პენ უკრაინა და უკრაინული წიგნის ინსტიტუტი. პრემია დაარსდა 2020 წელს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები