ბოლნისში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
“დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ზაბახიძე, მერის მოადგილე თურალ ვალიევთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ხიდისყურისა და ნახიდურის მოსახლეობას შეხვდა და სოფლებში არსებულ საჭიროებებს გაეცნო.
შეხვედრებზე ადგილობრივებმა 2026 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.
შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ცენტრალური ბიუჯეტიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილია 714 000 ლარი, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული”,- წერია ინფორმაციაში.