კინორეჟისორი და დრამატურგი კობა ცხაკაია გარდაიცვალა
61 წლის ასაკში კინორეჟისორი, დრამატურგი და მსახიობი, თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტ-ფესტივალ „დიოგენეს“ დამფუძნებელი – კობა ცხაკაია მძიმე სენით გარდაიცვალა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ავრცელებენ.
„გისამძიმრებ საქართველო! გარდაიცვალა კინორეჟისორი და დრამატურგი კობა ცხაკაია.
ფასდაუდებელია ბატონ კობა ცხაკაიას ღვაწლი ქართული კინოს განვითარების საქმეში. მის მიერ, დაარსებული ინტერნეტ-კინოფესტივალი „დიოგენე” – ხელს უწყობდა მსოფლიოს მასშტაბით კინოს განვითარებას და სახავდა მრავალ პერსპექტივას. როგორც კინოდრამატურგის მიერ ინტერნეტსივრცეში, სისტემატურად იყო კინო-რადიო რეპორტაჟები, მეც, როგორც კინოს ერთ-ერთ წარმომადგენელს, ხელს მიწყობდა და მაკვალიანებდა დიდ კინოში მოსასვლელად…
ვიზიარებ ამ დიდებული პიროვნების და ხელოვანის გარდაცვალებას, რომლის ღვაწლი სამუდამოდ ჩაიწერება ქართული კინოს განვითარების საწინდრად
რაღა ვთქვა, ჩვენო კობა, არ გიყვარდა, შენი პირადი ჯანმრთელობის შესახებ სხვებისთვის გეთქვა, ხოლო, ბოლო გამოგზავნილი შენი ვიდეოლექცია ხელოვნური ინტელექტის შესახებ, ჩემს ცხოვრებაში, იმ ნათელ კვალს იპოვის, რასაც კინოს დიდი პატივისცემა და ტიტანური შრომა ესაჭიროება,
მართლაც რომ იყავი დიდბუნებოვანი და ნამდვილი პროფესიონალი.
ღმერთმა გაანათლოს შენი სული“, – წერს ნიკო ბაღაშვილი სოციალურ ქსელში.