“ჩანაწერი, რომელიც პროკურატურას მივაწოდე, აშკარა დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მატარებელი ჩანაწერია, სადაც ელისო კილაძე ჯიბლაძესთან ერთად გეგმავს, როგორ უნდა წაართვას ქონება ისრაელელ ინვესტორს” – ბენ ანორის ადვოკატი

“ის ჩანაწერი, რომელიც მე პროკურატურას მივაწოდე 13 იანვარს, აშკარა დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მატარებელი ჩანაწერია, სადაც ელისო კილაძე ჯიბლაძესთან ერთად გეგმავს თუ როგორ უნდა წაართვას ქონება ისრაელელ ინვესტორს და როგორ დააკავშიროს იგი ქოლ ცენტრებთან”, – ამის შესახებ ბენ ანორის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განაცხადა.

მისი თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნამ დაადასტურა, რომ ჩანაწერი ფალსიფიცირებული არ არის.

“ბენ ანორის ერთადერთი კავშირი ქოლცენტრებთან, შეიძლება იყოს მხოლოდ ერთადერთი რამ, პროგრამა “ლიც 8”, რომელიც არის ბენ ანორის ავტორობით, მისი საკუთრებაა და ამ პროგრამას იყენებდნენ ქოლცენტრებში.

ფაქტობრივად, ის ჩანაწერი, რომელიც მე პროკურატურას მივაწოდე 13 იანვარს, აშკარა დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მატარებელი ჩანაწერია, სადაც ელისო კილაძე ჯიბლაძესთან ერთად გეგმავს თუ როგორ უნდა წაართვას, ჩამოართვას, “აახიოს” (მისი სიტყვებით რომ ვთქვათ) ქონება ისრაელელ ინვესტორს და როგორ დააკავშიროს იგი ქოლცენტრებთან. ეს გახლავთ აუდიო ჩანაწერი, რომლის წარმომავლობაც ბატონმა ბენ ანორმა დაუდასტურა პროკურატურას თუ საიდან მოიტანა, საიდან აღმოჩნდა ჩვენს ხელში და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, რომელიც გუშინ არის გაცემულიც დადასტურდა, რომ ის ფალსიფიცირებული არ არის”, – განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

შეგახსენებთ, პროკურატურამ “ქოლცენტრების” მორიგი დანაშაული გამოავლინა. ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ელისო კილაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები