“ნაწყენია რაღაცაზე” – პუტინი მაკრონის ანტირუსულ განცხადებებზე

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ფიქრობს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ანტირუსული განწყობები “რაღაცაზე წყენით” არის განპირობებული.

ამის შესახებ მან “როსია1”-ის ეთერში თქვა.

დმიტრი კისელიოვის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, ოფიციალური პარიზის ანტირუსული განცხადებები იყოს შურისძიება იმის გამო, რომ რუსეთმა აფრიკაში საფრანგეთს “კუდზე დააბიჯა”, პუტინმა თქვა, “დიახ, ვფიქრობ, რაღაც წყენაა”.

“დიახ, ვფიქრობ, რომ არსებობს გარკვეული წყენა. მაგრამ როდესაც მე და მაკრონი პირდაპირ კონტაქტებს ვინარჩუნებდით, ამ თემაზე საკმაოდ ღიად ვსაუბრობდით”, – უპასუხა პუტინმა.

ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი არ ერეოდა აფრიკაში განვითარებულ მოვლენებში და არ ცდილობდა იქიდან საფრანგეთის “გამოდევნას” – “თავად აფრიკელ ლიდერებს სურდათ რუსეთის ფედერაციასთან მუშაობა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები