ბრატისლავაში ათასობით ადამიანმა მთავრობის პრორუსული პოლიტიკა გააპროტესტა
სლოვაკეთის დედაქალაქში ათასობით ადამიანმა ქვეყნის საგარეოპოლიტიკური კურსი გააპროტესტა, კერძოდ კი, რუსეთ-უკრაინის ომის ჭრილში.
Reuters-ს წერს, რომ აქცია საჰაერო თავდასხმის განგაშის სიგნალით დაიწყო.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მიხალ ხვორეცკიმ თქვა, “უკრაინაში ხალხი ამას ყოველდღე ისმენს”.
შეკრებილებმა გააკრიტიკეს ხელისუფლების ქმედებები, რომელიც, მათი აზრით, ძალიან დაუახლოვდა რუსეთს.
ტრიბუნაზე სლოვაკეთის, უკრაინის, ევროკავშირისა და ნატო-ს დროშების გვერდით, გამოფენილი იყო პლაკატი წარწერით „რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციაში 5 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
დემონსტრანტებმა აღნიშნეს, რომ მათ არ მოსწონთ ის მიმართულება, რომელსაც სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო ირჩევს. მათი თქმით, სლოვაკეთი „დასავლეთის ნაწილია“.
“პრორუსული რიტორიკა და პროპაგანდა მიუღებელია და ჩვენს ინტერესს და მომავალს უქმნის საფრთხეს”,- აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.