“პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ტრამპი არ დაუჭერს მხარს უკრაინაში ომის საწარმოებლად ფულის გამოყოფას” – ვიქტორ ორბანი

აშშ-ის პრეზიდენტად ხელახალი არჩევის შემთხვევაში, დონალდ ტრამპი უკრაინაში სამხედრო მოქმედებებს არ დააფინანსებს და არ გამოყოფს თანხებს ევროპის უსაფრთხოებისთვის.

ამის შესახებ ტელეკომპანია M1-თან საუბარში უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თქვა, რომელიც ტრამპს ფლორიდაში 8 მარტს შეხვდა.

“თუ დონალდ ტრამპი კვლავ გახდება პრეზიდენტი, მას არ მოუნდება ევროპელების უსაფრთხოების დაფინანსება და არ დაუჭერს მხარს აშშ-ის ფულის გამოყოფას უკრაინაში ომის საწარმოებლად“, – განაცხადა ორბანმა.

მისივე აზრით, თუ ამერიკული დაფინანსება შეწყდება, ევროპელები ვერ შეძლებენ უკრაინის არმიის მხარდაჭერას და „მაშინ ეს ომი დასრულდება“.

„დონალდ ტრამპი ჯერ არ არის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მაგრამ მისი პარტია აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში ხელს უშლის დემოკრატებს უკრაინის ომში ფულის დაბანდებაში“, – თქვა ორბანმა და დასძინა, რომ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება უსურვებს.

მისივე თქმით, ტრამპს „არ სურს ევროპის უსაფრთხოების დაფინანსება თავად ევროპელების ნაცვლად“.

„თუ ევროპელებს ეშინიათ, მაშინ მათ უნდა გადაიხადონ თავიანთი უსაფრთხოებისთვის ან გააძლიერონ შეიარაღებული ძალები“, – ხაზგასმით აღნიშნა უნგრეთის პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები