„ევროპის სახალხო პარტიამ“ ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

„ევროპის სახალხო პარტიამ“ ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. ის ევროპის სახალხო პარტიის ერთადერთი კანდიდატი იყო.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წინაშე მთავარ გამოწვევებს შორის ომი უკრაინაში, კრიზისი ღაზაში, რომელიც ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციას იწვევს და ჩინეთის აღზევება დაასახელა.

„აქ, სახლში პუტინის მეგობრები ცდილობენ, გადაწერონ ჩვენი ისტორია და მოგვპარონ მომავალი. კლავიატურას ამოფარებულნი, ისინი სიძულვილს ავრცელებენ. ჩვენი მშვიდობიანი და ერთიანი ევროპა პოპულისტების, ნაციონალისტების, დემაგოგების მხრიდან გამოწვევის წინაშეა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სიტყვით გამოსვლისას.

ევროპარლამენტის არჩევნები ივნისის დასაწყისში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები